Tuesday, July 18, 2017

რეფლექსია მეცხრე დღე

ინტელის ტრენინგი პროექტით სწავლება მრავლისმომცემი, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. შესწავლილი თითოეული მასალა, რესურსები, აქტივობები სამომავლოდ გამომადგება სასწავლო პროცესში. მოვახდინეთ პროექტის პორტფოლიოს საბოლოო განხილვა. მივიღეთ მითითებები. ტრენერმა ბატონ დავით ჯანიაშვილმა ტრენინგები წარმარტა ეფექტურ გარემოში. გვასწავლა, აგვიხსნა და მოგვაწოდა ინფორმაციები გარკვევით, შესაბამისად.მადლობა მინდა გადავუხადო მას ყველა სამუშაო დღის ეფექტურად აქტიურად წარმართვისათვის.

Tuesday, July 11, 2017

რეფლექსია მეშვიდე დღე

დღე დაიწყო ენერგიულად. საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი იყო შესარულებელი სამუშაო. ვიმუშავეთ ჩეკლისტზე, რუბრიკებზე. ბლოგზე ავტვირტეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო. კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილეთ პროექტის თითოეული ეტაპი.

Monday, July 10, 2017

რეფლექსია მეექვსე დღე

განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები და შეფასების მოკლე მონახაზი. ტრენერისაგან მივიღეთ საჭირო მითითებები და რჩევები. ვისაუბრეთ ინტერნეტ რესურსების შესახებ.აგრეთვე შეფასების ფორმებზე, ისტრუმენტებზე. საინტერესო შესასრულებელი სამუშაოები გვაქვს გასაკეთებელი.

Tuesday, July 4, 2017

რეფლექსია მეხუთე დღე

შევისწავლეთ ტესტის შედგენა გუგლი დრაივში. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება. გადავხედეთ შეფასების დაგეგმვას, შეფასების გეგმის ჩეკლისტის ნიმუშებს. ტრენერის მიერ მოწოდებული შესაბამისი ინფორმაციები საკმაოდ გასაგები, ასათვისებელი და საინტერესო იყო.

Monday, July 3, 2017

რეფლექსია მეოთხე დღე

განვიხილეთ პროექტის სასაწავლო მიზნები, სწავლის შედეგები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. როგორი უნდა იყოს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. განვიხილეთ პროექტზე მუშაობის დროს გამოსაყენებელი ინსტრუმენტები. მრავლისმომცემი, საინტერესო და სააზროვნო იყო თითოეული საკითხი.

Tuesday, June 27, 2017

რეფლექსია მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე აქტიური და საინტერესო იყო. შევისწავლეთ ფაილისა და საქაღალდის გაზიარება, იუთუბიდან ვიდეოების ატვირტვა, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა. განვიხილეთ პროექტის შინაარსი. ტრენერის მიერ მივიღეთ საჭირო რჩევები.