Tuesday, July 18, 2017
რეფლექსია მეცხრე დღე
ინტელის ტრენინგი პროექტით სწავლება მრავლისმომცემი, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. შესწავლილი თითოეული მასალა, რესურსები, აქტივობები სამომავლოდ გამომადგება სასწავლო პროცესში. მოვახდინეთ პროექტის პორტფოლიოს საბოლოო განხილვა. მივიღეთ მითითებები. ტრენერმა ბატონ დავით ჯანიაშვილმა ტრენინგები წარმარტა ეფექტურ გარემოში. გვასწავლა, აგვიხსნა და მოგვაწოდა ინფორმაციები გარკვევით, შესაბამისად.მადლობა მინდა გადავუხადო მას ყველა სამუშაო დღის ეფექტურად აქტიურად წარმართვისათვის.
Monday, July 17, 2017
Tuesday, July 11, 2017
რეფლექსია მეშვიდე დღე
დღე დაიწყო ენერგიულად. საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი იყო შესარულებელი სამუშაო. ვიმუშავეთ ჩეკლისტზე, რუბრიკებზე. ბლოგზე ავტვირტეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო. კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილეთ პროექტის თითოეული ეტაპი.
Monday, July 10, 2017
რეფლექსია მეექვსე დღე
განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები და შეფასების მოკლე მონახაზი. ტრენერისაგან მივიღეთ საჭირო მითითებები და რჩევები. ვისაუბრეთ ინტერნეტ რესურსების შესახებ.აგრეთვე შეფასების ფორმებზე, ისტრუმენტებზე. საინტერესო შესასრულებელი სამუშაოები გვაქვს გასაკეთებელი.
Tuesday, July 4, 2017
რეფლექსია მეხუთე დღე
შევისწავლეთ ტესტის შედგენა გუგლი დრაივში. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება. გადავხედეთ შეფასების დაგეგმვას, შეფასების გეგმის ჩეკლისტის ნიმუშებს. ტრენერის მიერ მოწოდებული შესაბამისი ინფორმაციები საკმაოდ გასაგები, ასათვისებელი და საინტერესო იყო.
Monday, July 3, 2017
რეფლექსია მეოთხე დღე
განვიხილეთ პროექტის სასაწავლო მიზნები, სწავლის შედეგები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. როგორი უნდა იყოს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. განვიხილეთ პროექტზე მუშაობის დროს გამოსაყენებელი ინსტრუმენტები. მრავლისმომცემი, საინტერესო და სააზროვნო იყო თითოეული საკითხი.
Subscribe to:
Posts (Atom)